1774992683
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
მან მიზეზად ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში მიღწეული მნიშვნელოვანი სამხედრო და სტრატეგიული წარმატებები დაასახელა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა ირანისა და მისი რეგიონული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში „უდიდეს წარმატებებს მიაღწია“.
ამასთანავე, მან აღიარა კონფლიქტის ფასი, მათ შორის ერთი დღით ადრე სამხრეთ ლიბანში ოთხი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი.
„თავისუფლების ამ დღესასწაულზე ისრაელი ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „ირანს აღარ შეუძლია საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას“.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, განახორციელა დარტყმების სერია ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებსა და რეგიონულ მარიონეტულ ძალებზე, რამაც, მისი თქმით, თეირანი მნიშვნელოვნად დაასუსტა.
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813
საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
1774987500











