ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

 დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობაზე - დაიცვას ცივილიზაცია ბარბაროსობისგან“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ისრაელი იცავს ევროპას, „რომელსაც ჰოლოკოსტის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა“.

„მას [ევროპას] ბევრი რამ აქვს ჩვენგან სასწავლი“, - დასძინა მან. „განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური გამიჯვნის შესახებ, რაც სიმართლის მომენტში ჩვენგან მოითხოვს, რომ წავიდეთ ომში სიკეთისა და სიცოცხლის სახელით“.