სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1787764207
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით 1000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის ასობით უცხოელი ტურისტი.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ნეპალსა და ჩინეთში მომხდარმა მიწისძვრამ მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევა და შემდგომ წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად აღქმული სეისმური აქტივობა, მყინვარული ქანისა და ყინულის ჩამონგრევით იყო გამოწვეული.