1787774480
ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ნეპალის პოლიციის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 157 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 41 დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს. ამასთან, ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ მძიმე ვითარება შექმნა ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონშიც. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, განსაკუთრებით დაზარალებულ გიირონგის ოლქში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ჩინეთსა და ნეპალს შორის მდებარე გიირონგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც წყალდიდობამ დაფარა. აღნიშნული მარშრუტი განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებში, რომლებიც კაილაშის მთისკენ მიემგზავრებიან.











