ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
ფოტო მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილი პარტნიორისგან მიღებულ ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე და მის გავლენაზე საუბრობს. როგორც თავად წერს, რამდენიმე წლის განმავლობაში მისგან ზეწოლასა და გარემოს „მოშხამვას“ განიცდიდა, რასაც საკუთარ თავში მძიმე ფსიქოსომატურ გამოცდილებას, მათ შორის მწვავე აკნეს, უკავშირებს. პაიჭაძე აცხადებს, რომ ეს ეტაპი მის ცხოვრებაში დასრულებულია და ახლა, ბედნიერებას ახალ ურთიერთობაში პოულობს.
„ისეთი მწვავე აკნე მქონდა, სარკეში ვერ ვიხედებოდი. აკნე კი ყოფილთან ფსიქოლოგიურმა „ჭიდაობამ“ გამოიწვია. რამდენს გქონიათ ეს პრობლემა, როცა ადამიანის შხამიანობა შენს ველშიც აღწევს და ფსიქოსომატიკას თავისებურად ალაგებს. როცა დაგიშავა, მაგრამ ვერ გაგიშვა...
გაცნობიდან 3 წელში ყველაფერი წყალში ჩაყარა. დარჩენილი 3 წელი ხვეწნაში გაატარა, სხვების და ჩემი გარემოს მოშხამვაში. თუმცა... ღმერთს ჩემს მიმართ სხვა გეგმები ჰქონდა...
ერთ დღესაც დავჯდები და იმდენ საკვირველ ბოროტებაზე მოგიყვებით მისი მხრიდან... არა განსჯისთვის, არა კრიტიკისთვის, უბრალოდ სააზროვნოდ და ჩემი პიროვნების უკეთ გასაცნობად. ქალებისთვის და იმ უღირსი კაცებისთვის, ვინც საკუთარ თავში შეცდომებს ხედავენ, ზრდასრულობისგან შორს არიან და ზიანი მოაქვთ გარე სამყაროსთვის, განსაკუთრებით, ახლო გარემოცვისთვის.
ის მინდოდა მეთქვა, რომ კარგი გოგოობა დამღუპველია, უღირს, უთავმოყვარეო, უმორალო, მანიპულატორ, ინფანტილურ, მატერიალისტ, დაბალვიბრაციულ კაცთან... ეს ეპიზოდი დახურულია. ამაზე მხოლოდ მაშინ გავაგრძელებ საუბარს, თუ ისევ ვიგრძნობ(თ) საფრთხეს მისგან. ახლა დავტკბები ბედნიერებით, ჩემს ძვირფას ადამიანთან, რომელიც ყველა ჩემ სხივს შეირგებს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.