1770743848
ნენსი პელოსი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მორალური ლიდერობა გამოიჩინა 2021 წელს სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებით, პოზიცია, სამარცხვინოდ შეცვალა ტრამპის ადმინისტრაციამ
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ყოფილი ლიდერი ნენსი პელოსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს სომხეთში ვიზიტის დროს ამსახველი პოსტის წაშლის გამო აკრიტიკებს.
„როდესაც 2022 წელს, როგორც სპიკერი, მე ვესტუმრე სომხეთს, ჩვენი კონგრესის დელეგაცია ციცერნაკაბერდზე იდგა და ნათლად და უყოყმანოდ საუბრობდა სომეხთა გენოციდზე – რადგან სიმართლეს მნიშვნელობა აქვს. ეს სიმართლე დადასტურდა, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ 2019 წელს დიდი უპირატესობით მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომლითაც აღიარებდა სომეხთა გენოციდს და როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მორალური ლიდერობა გამოიჩინა 2021 წელს მისი ოფიციალურად აღიარებით – პოზიცია, რომელიც სამარცხვინოდ შეცვალა ტრამპის ადმინისტრაციამ. ძალიან იმედგამაცრუებულია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა წაშალა პოსტი, რომელიც აღიარებდა ამ სიმართლეს. ისტორიის წაშლა შეურაცხყოფს მსხვერპლებს და ასუსტებს ჩვენს ერთგულებას ადამიანის უფლებების მიმართ ყველგან“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
ცნობისთვის, 10 თებერვალს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სოციალური მედიის გვერდიდან წაიშალა პოსტი სომხების გენოციდის მემორიალის მონახულების შესახებ. პოსტში ორჯერ იყო ნახსენები ტერმინი „სომხების გენოციდი“.










