11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ შუის ექსპერტების რჩევა
1789589548
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, გადახედონ ალიანსის შიდა ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას.
მისი განცხადებით, მცდარია მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მუდმივად საკუთარ თავზე აიღებს უსაფრთხოების ძირითად ტვირთს.
„ბევრი უშვებდა უბრალო და ზედაპირულ დაშვებას, თითქოს ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი და მოკავშირე ყოველთვის უზრუნველყოფდა ძირითად სამხედრო ძალას და დაფარავდა ხარჯებს, მიუხედავად ყველაფრისა. არც სწორია და არც რეალისტური, ველოდოთ ასე ბევრს ერთი ქვეყნისგან - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ქვეყანა შეერთებული შტატებია“, - დასძინა რუტემ.