შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1781283004
NATO-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთმა არა მხოლოდ უნდა უპასუხოს თავისი მტრების გამოწვევებს, არამედ ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, NATO-ს ქვეყნებმა ომი წამოიწყეს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო.
„NATO-ს ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, აბსოლუტურად ყველა მათგანი, აძლიერებს ძალისხმევას, ყველაფერს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ ამ მტრული ქმედებების ორგანიზებისთვის, რათა, მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი გამარჯვებით დასრულდეს. სწორედ მათ დაიწყეს ომი. ამას მუდმივად ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია სამხედრო მოქმედებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით. არა. სწორედ მათ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რამაც შემდეგ გვაიძულა ყირიმის მოსახლეობის დაცვა და შემდეგ ომი დაიწყეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი დონბასში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას რვა წელი ელოდა და იძულებული გახდა, იქაური ხალხი იარაღის ძალით დაეცვა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დაიწყოს.
„ჩვენ ვეთანხმებით მოლაპარაკებებს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ გრძელვადიანი, ისტორიულად მნიშვნელოვანი ინტერესების“, – განაცხადა პუტინმა.