მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

ტოტო კუტუნიო

80 წლის მუსიკოსი დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე გარდაიცვალა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოშიю ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ მომღერლის მენეჯერმა დანილო მანკუსომ გამოაცხადა. მისი თქმით, „ხანგრძლივი ავადმყოფობის ფონზე მომღერლის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა“.

ტოტო (ნამდვილი სახელი სალვატორე) კუტუნიომ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. თავიდან დრამერი იყო, შემდეგ ჯაზით და ფორტეპიანოზე დაკვრით დაინტერესდა და საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო. საკუთარი ჯგუფის Albatros-ის შექმნის მცდელობამ წარმატება არ მოიტანა და მომღერალმა დაიწყო სოლო კარიერა, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მან 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა სან-რემოს ცნობილ ფესტივალში, მათ შორის სიმღერით L'italiano (ანუ Lasciate Mi Cantare). იგი გახდა მისი სავიზიტო ბარათი.