საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1790252459
საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორ გიორგი გვარაკიძესა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანის შეხვედრა მიმდინარეობს.
პროკურატურაში გაიოზ ჩარკვიანთან შეხვედრა გუშინაც შედგა. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, ჩარკვიანს უწყებაში გუშინ პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.
გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის შესრულებისთვის, მან პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ შიმშილობაც დაიწყო.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.