„განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებისთვისაა საშიში“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს
1774980154
მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
„სქაინიუსის“ ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს ერთ ბარელზე 5%-ით გაიზარდა და 118.6 დოლარს გადააჭარბა.
ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 9 მარტს 119.5 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ცნობისთვის, თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.