რატომ ამბობენ, რომ ბზობის კვირა დუმილისაა - მოძღვრის განმარტება
1774979696
თბილისის მე-8 რაიონის 0834 ბრიგადისთვის 03:45 საათზე მიღებული გამოძახება მორიგი სამუშაო ეპიზოდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ნამდვილ ბრძოლის ველად იქცა. ბუნდოვანი ინფორმაცია უცხოენოვანი ოჯახისგან, სრული პანიკა და საწოლზე უგონოდ მწოლიარე ბავშვი, რომლის გულიც აღარ ფეთქავდა.
გაიცანით გმირები, რომლებმაც 30-წუთიანი დაუღალავი ბრძოლის შემდეგ, პატარა სიცოცხლე სიკვდილს ხელიდან გამოსტაცეს. ემოციურ ისტორიას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს
- ღამის 03:45 საათი, თბილისის მე-8 რაიონის სამსახურის 0834 ბრიგადამ გამოძახება მიიღო, ბავშვი - უგონო მდგომარეობაში.ვინაიდან ზარის ინიციატორი უცხოენოვანი იყო, პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ბუნდოვანი გახლდათ.
თითოეულ წამს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ბრიგადა გამოძახების ადგილზე სულ რაღაც 4 წუთში მივიდა. სახლში სრული პანიკა იყო. პარამედიკოს მერაბ პაპავასა და ბრიგადის წევრებს საწოლზე უგონოდ მწოლიარე ბავშვი დახვდათ სიცოცხლის არცერთი ნიშანი, მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა.
დრო დასაკარგი არ იყო და დაიწყო 30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის.ბრიგადის წევრებმა წამებში შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს.ვენაში კათეტერის ჩადგმა შეუძლებელი იყო, ამიტომ გამოყენებულ იქნა ძვალშიდა კათეტერი, პაციენტს ჩაუდგეს ლარინგეალური მილი და ბრძოლა პატარა სიცოცხლისთვის გაგრძელდა.
30 წუთიანი რეანიმაციის შემდეგ მონიტორზე სინუსური რითმი გამოჩნდა, პერიფერიაზე გაჩნდა პულსი, სიცოცხლე დაბრუნდა. პაციენტი მართვითი სუნთქვითა და სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.პარამედიკოსი მერაბ პაპავა თქმით, მისი ბრიგადის უმცროსი ექიმისა და ბრიგადის მძღოლის სწრაფმა რეაგირებამ, პროფესიონალიზმმა და კოორდინირებულმა გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პატარა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში.
მერაბ პაპავა დღემდე ინტერესდება პატარა პაციენტის მდგომარეობით.როგორც მან აღნიშნა, ბიჭუნა კვლავ კლინიკაში რჩება, თუმცა უკვე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.მადლობა პარამედიკოს მერაბ პაპავასა და 0834 ბრიგადას თავდადებისთვის!პარამედიკოსი მერაბ პაპავა, უმცროსი ექიმი ხათუნა ქორიძე, მძღოლი ვასილ მამუჩაშვილი.