პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1774985021
ერთ მონასტერში, ბზობის კვირამდე ცოტა ხნით ადრ , ახალგაზრდა მონაზონმა ჰკითხა მოძღვარს:
მოძღვარო, რატომ ამბობენ, რომ ეს კვირა დუმილისაა?
მოძღვარმა ის ბაღში წაიყვანა. იქ იდგა ხე, სავსე კვირტებით.
- რას ხედავ? ჰკითხა მას.
- ვხედავ კვირტებს, რომლებიც მზად არის გაყვავებისთვის. მოძღვარმა გაიღიმა.
- გესმის ხმა, როცა ისინი იშლებიან?
- არა.
- და მაინც, იმ წამს ბუნების უდიდესი სასწაული ხდება. ყვავილი დუმილში იბადება.
შემდეგ მოძღვარმა უთხრა: ასეა ეს კვირაც, ბზობის წინ. ეკლესია უფრო მეტად დუმს, რადგან რაღაც დიდი მზად არის გასაყვავებლად.
ახალგაზრდამ ჰკითხა:
- და რა ყვავის? მოძღვარმა უპასუხა:
ადამიანის გული, რომელიც ემზადება ქრისტეს ვნებასა და აღდგომასთან შესახვედრად.
და დაამატა: თუ ამ დღეებს ხმაურით შევავსებთ, ვერაფერს გავიგონებთ. მაგრამ თუ ჩვენს გულში მცირე დუმილს დავტოვებთ, მაშინ გავიგებთ, რატომ მიგვიძღვება ეკლესია ნელ - ნელა ბზობისკენ და დიდ კვირისკენ.
ეს კვირა ჰგავს სუნთქვას დიდი კვირის მოვლენებამდე. ეს არის დრო: მეტი ლოცვისთვის, ნაკლები სიტყვებისთვის, მეტი მონანიებისთვის, მეტი სიმშვიდისთვის გულში სარწმუნოება.