თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
1782573995
2011 წელს აშშ-ში სამართლის სტუდენტის სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 27 წლის ლორენი, მისივე თანაკურსელმა და მეზობელმა, სტივენ მაკდანიელმა სასტიკად მოკლა.
გამოძიების ინფორმაციით, სტივენი მსხვერპლს სასტიკად გაუსწორდა, ცხედრის დამალვის მიზნით სხეული დაანაწევრა და სხვადასხვა ადგილას გადააგდო. მათ შორის კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ ნაგვის კონტეინერებში. მოგვიანებით, სხეულის ნაწილი შენობის მიმდებარე ურნაშიც აღმოაჩინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მსხვერპლს სავარაუდოდ წინასწარ უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
მოგვიანებით, მისი პირადი კომპიუტერიდან ამოღებულმა მტკიცებულებებმა გამოძიებას დამატებითი საფუძველი მისცა.
2014 წელს სტივენ მაკდანიელმა დანაშაული აღიარა და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 27 წლის ლორენის სხეულის ნაწილი დღემდე არ არის ნაპოვნი.
საქმე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და შოკის მომგვრელ მკვლელობის ისტორიად.