დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ საქართველო „ინარჩუნებს სტაბილურობასა და პირველ პოზიციას“, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპის კრიზისები, კატასტროფები და არეულობები გაგრძელდება.
მისი შეფასებით, გლობალურად მოსალოდნელია ბუნებრივი სტიქიების, მათ შორის მიწისძვრებისა და წყალდიდობების გახშირება, ასევე პოლიტიკური დაძაბულობები სხვადასხვა ქვეყანაში.
„საქართველო ინარჩუნებს პირველ ადგილს და სტაბილურ ხაზს. ფარგლებს გარეთ კი ხდება კატასტროფები. ნგრევები, მიწისძვრები, არეულობები და წყალდიდობები გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყველაზე წმინდა და დაცული მიწაა.
ერთადერთი რისიც მეშინია ეს არის უცხოპლანეტელების თავდასხმა ამერიკაში, ზოგს ეს სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და გავიგებთ. რადგან არეულობას გამოიწვევს. (შეიძლება დადგმულიც იყოს)
უკრაინის ომს რაც შეეხება, უკრაინა უდიდეს დარტყმებს მიიღებს მომავალ პერიოდში. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. სამწუხაროა... ზელენსკის გადადგომაა მოახლოებული. მის შესახებ ცუდი ხილვა მქონდა... ზელენსკი დიდხანს ვერ იცოცხლებს.
ამას ექსკლუზიურად გეუბნებით - მომავალ პერიოდებში 2032 წლამდე ისრაელი აუცილებლად დაარტყამს თურქეთს - უდიდესი კონფლიქტი ექნებათ ერდოღანს და ისრაელს. უდიდესი კრიზისი იქნება. კარგი ისაა, რომ საქართველო ყველაზე დაცულია. რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან დაზიანდება (მსოფლიო თამაშზე) ვხედავ დიდ არეულობას და არ დამთავრდება კარგად“, - ამბობს გოგა მანია.