1783576728
მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი: აშშ-ს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ დაშინება და დანაპირების უგულებელყოფა უსასყიდლოდ აღარ ჩაივლის, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ ირანის წესებით და არა ამერიკული მუქარით
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმების შესახებ გააფრთხილა.
ღალიბაფის განცხადებით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ დაშინება და დანაპირების უგულებელყოფა უსასყიდლოდ აღარ ჩაივლის.
„ჰორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ ირანის მიერ დადგენილი წესებით და არა ამერიკული მუქარით“, – წერს ღალიბაფი.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.











