შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1769448070
„მხედველობის აღდგენა თვალის წვეთებით“, - ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები საინტერესო კვლევას ატარებენ. ისინი ცხენებში უსინათლობის განკურნებას თვალის წვეთებით ცდილობენ, შემდეგ კი ამ მეთოდის გამოყენებას ადამიანებზეც გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც მკვლევრები ამბობენ, თვალის წვეთები ცხენებში უვეიტის მკურნალობას ისახავს მიზნად, რომელიც უსინათლობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ცნობისთვის, უვეიტი თვალის პიგმენტირებული, შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსის ნებისმიერი ნაწილის ანთებაა.
თვალის წვეთების შესაქმნელად მეცნიერებმა სინთეზური პეპტიდი გამოიყენეს. მას ვაქცინებსა და სხვადასხვა მედიკამენტში ეფექტურობის გაზრდის მიზნით აქტიურად მოიხმარენ.
ფლორიდელი სპეციალისტების მთავარი მიზანი უვეიტის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და უსინათლობის პრევენციაა.
კვლევა საწყის ეტაპზეა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტი ცხენებზე ტესტირებისას დადებით შედეგებს აჩვენებს, მისი გამოცდა ადამიანებზეც დაიწყება.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1769448070