რამდენად იყიდით 1 გრამ ოქროს - განახლებული მონაცემები
1770830301
ყველა მოკავშირეს შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც ფრანგები აკეთებენ, მხარს დავუჭერდი ყველა ინიციატივას, რომელიც ამ საშინელ ომს უფრო სწრაფად დაასრულებდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, რუსეთთან ევროპული დიალოგი სასარგებლო იყოს და დაუჭერს თუ არა მხარს ემანუელ მაკრონის ინიციატივას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
„მოკავშირეებისთვის რჩევების მიცემა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ყველა მოკავშირე ღიაა და შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც ფრანგები აკეთებენ. ვიცი, ისინი მჭიდრო კოორდინაციაში არიან ამერიკელ, ევროპელ მოკავშირეებთან. მათი ქმედებები სრულად გამჭვირვალეა. მე მხარს დავუჭერდი ყველა ინიციატივას, რომელიც ამ საშინელ ომს უფრო სწრაფად დაასრულებდა. ყველა ვთანხმდებით, რომ აქ მთავარია აშშ-ის ლიდერობა. სწორედ აშშ-ის პრეზიდენტმა გადალახა ჩიხი. თუმცა, ვფიქრობ, ყველა ინიციატივის მხარდაჭერა შეიძლება, რომელიც ამ ომს უფრო სწრაფად დაასრულებს“, – აღნიშნა რუტემ.