MI5-მა ბრიტანელი პოლიტიკოსები უცხოური ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა - Bloomberg

MI5-მა ბრიტანელი პოლიტიკოსები უცხოური ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა - Bloomberg

 "მი 5-მა" ბრიტანელი პოლიტიკოსები უცხოური ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, უცხოური ჩარევის საკითხზე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა და ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართეს.

სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებს უთხრეს, რომ უცხოურ სუბიექტებს გავლენის მოსაპოვებლად შეუძლიათ გამოიყენონ ფინანსური და საინვესტიციო ინსტრუმენტები, ასევე სხვა ტაქტიკები, მათ შორის არის იძულება და სექსი. სტატიაში წერია, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმ ფონზე ჩატარდა, როდესაც ბრიტანეთში იზრდება შეშფოთება შემოწირულებების წარმომავლობასთან და ქრთამებთან დაკავშირებით.