მეცნიერებმა კბილის ემალის აღდგენის ახალი მეთოდი შექმნეს

კბილის ემალი

 ჩინელმა მეცნიერებმა კბილის ემალის აღდგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. კბილს სპეციალური გელით ამუშავებენ, რის შემდეგაც ემალის კრისტალები პირდაპირ მასზე იზრდება და რთულ მიკროსკოპულ სტრუქტურას ინარჩუნებს.

მეცნიერების კვლევის შედეგები ჟურნალმა Science Advances გამოაქვეყნა. გელის შესაქმნელად სპეციალისტებმა ნივთიერება ტრიეტილამინის სპირტის ხსნარი გამოიყენეს, რომელიც კრისტალების მშენებელი - კალციუმის ამორფული ფოსფატის გამტარის როლს ასრულებს. სწორედ გამტარის გამოყენება გახდა ექსპერიმენტის მთავარი სიახლე.

მეცნიერებმა ადამიანის ამოღებული კბილი მჟავით დაამუშავეს, რამაც ემალი დააზიანა. შემდეგ კბილის ზედაპირზე გელი წასუვეს. მიკროსკოპში ჩანდა, რომ სამშენებლო მასალა გელიდან ძველი კრისტალების შემადგენლობაში შედის, რაც მათ ზრდას იწვევს.

ამ ტექნოლოგიის პრაქტიკაზე გამოყენებისთვის მეცნიერებმა ემალის ფენის სისქე 0,5 მილიმეტრამდე უნდა გაზარდონ. დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0, 0027 მილიმეტრია.

კბილის ემალი ადამიანის სხეულის ყველაზე მყარი ელემენტია, მაგრამ მჟავა მას მარტივად აზიანებს, რაც კბილის დაზიანებას იწვევს. დღეს ემალის გაძლიერების და დაცვის მრავალი მეთოდი არსებობს. მაგრამ არც ერთი მათგანი ბუნებრივი სტრუქტურის შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა.