ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
მეცნიერები ოკეანის ცოცხალ არსებად აღიარებას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის უმეტეს ნაწილს ფარავს, ჟანგბადს დიდი დოზით წარმოქმნის და საკვების, მინერალებისა თუ ენერგიის მნიშვნელოვან რესურსს გვაწვდის. ამის მიუხედავად, მას, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, სათანადოდ არ ვაფასებთ.
იმისათვის, რომ მომდევნო თაობებმა წყლის ეკოსისტემის ამ უპირატესობებით მომავალშიც ისარგებლონ, საჭიროა, ოკეანესთან ჩვენი მიმართება ფუნდამენტურად შეიცვალოს. სწორედ ამას ითხოვენ გამოცემაში PLOS Biologyგამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.
გამოცემის ცნობით, ავტორები ითხოვენ, რომ ოკეანე ცოცხალ არსებად ვაღიაროთ, რომელსაც საკუთარი უფლებები გააჩნია. ბუნების პოზიციის ასეთი ამაღლება დედამიწის კანონის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს, რომ ადამიანისგან მისი საცხოვრებელი გარემოს დამოუკიდებლობა კანონის დონეზე გავიაზროთ ისევე, როგორც ბუნების არსობრივი ღირებულება და არა პრაგმატულ საჭიროებაზე დაფუძნებული მნიშვნელობა.