წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1772217767
აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას პირველად უხელმძღვანელებს. მედიის ცნობით, შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, მელანია ტრამპი გეგმავს, ყურადღება განათლებაზე, ტოლერანტობისა და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტზე გაამახვილოს.
შეხვედრა სახელწოდებით „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტში“, იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ლედი 15-წევრიანი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.
„ქალბატონი ტრამპის ლიდერობა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომლის დროსაც წევრები განიხილავენ განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მძიმე ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
1772215360