თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციასა და რენეგატობაზე როდი მიუთითებს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.
მისი განცხადებით, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე, თუმცა, ისინი ამ რაუნდშიც დამარცხდებიან. "ყველაფერთან ერთად, ეს არის კოლექტიური ნაცების მორიგი მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე იმის გამო, რომ მან სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს ზედიზედ 9 არჩევნებში უთხრა მტკიცე უარი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ქართველ ხალხზე დაბოღმილი და მასზე შურისძიებით ანთებული (მარიზისებურად თუ ვიტყვით - ანთილი) ნაცოპოზიცია ამ რაუნდშიც ისევე დამარცხდება, როგორც - ყოველ წინა ჯერზე. ვერც ბრიტანული სანქციები, ვერც ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და ვერც სხვა ლიბერფაშისტური ვერაგობანი ვერ აიძულებს ქართველ ხალხს, ქვეყანა კვლავ მისცეს საჯიჯგნად სააკაშვილის სისხლიან ბანდასა და მასთან გათანაბრებულ ლომჯარია-გიგაურებს." - წერს ჯაბა ხუბუა.