თბილისში 55 წლის კაცმა ყაზახი ქალისგან შვილი იყიდა და იტალიაში წაიყვანა - რას წერს იტალიური მედია

ბავშვი

იტალიაში, 55 წლის მამაკაცი, რომელმაც საქართველოდან ბავშვი ჩამოიყვანა, სასამართლოს წინაშე წარსდგა.

შემთხვევა პიემონტეს რეგიონში მოხდა, სადაც ისინი ფერმაში, არც თუ ისე სახარბიელო პირობებში ცხოვრობდნენ.
ირკვევა, რომ გოგონა, რომელიც ახლა 2.5 წლისაა, მისი შვილი არ არის და ბავშვი მამაკაცმა საქართველოში იყიდა.

მამაკაცი თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ნამდვილად მისი შვილი იყო, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა საპირისპირო დაამტკიცა.

პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ მამაკაცმა ბავშვის დედას, რომელიც წარმოშობით ყაზახია და თბილისში იმშობიარა, გოგონას სანაცვლოდ თანხა გადაუხადა და ახალდაბადებული იტალიაში წამოიყვანა.

გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად არის შეფასებული. ის ბავშვთა სახლშია გადაყვანილი და გაშვილების პროცედურაა დაწყებული.

წყარო: ermes.tv