„მე არაფერი მინახავს და ცუდი არაფერი გამიკეთებია“ - ბილ კლინტონი ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე

ბილ კლინტონი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე. ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

„მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია“, – განაცხადა კლინტონმა.

ეს ჩვენება პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი კონგრესის პანელის წინაშე წარდგა 1983 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის შემდეგ. მას ფიცის ქვეშ დაუსვამენ კითხვებს ეპშტეინთან მისი ურთიერთობისა და ფოტოების შესახებ, რომლებზეც ყოფილი პრეზიდენტი ეპშტეინსა და ეპშტეინის თანამოაზრე გისლეინ მაქსველთან, რომელსაც სექსტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთადაა გამოსახული.

ბილ კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის ჩვენების მისაცემად დაბარება „უბრალოდ არასწორი იყო“. ჰილარი კლინტონი საზედამხედველო კომიტეტში 26 თებერვალს იმყოფებოდა.