მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ კორონაციის ახალი პორტრეტები წარადგინეს

 კორონაციის ახალი პორტრეტები

კორონაციიდან მეორე წლისთავზე მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ ეროვნულ გალერეაში ახალი პორტრეტები წარადგინეს.

ივნისამდე პორტრეტები ეროვნული გალერეის ცენტრალურ დარბაზში იქნება გამოფენილი, შემდეგ კი მათ ბუკინგემის სასახლეში გადაიტანენ.

პორტრეტზე ჩარლზი სამეფო მანტიასა და გვირგვინით არის გამოსახული, დედოფალი კამილა კი კორონაციისთვის შექმნილ სამოსშია აღბეჭდილი.

მეფე ჩარლზის ფოტო პიტერ კუჰფელდმა დახატა, რომელიც მას 40 წელია იცნობს, დედოფალი კამილას პორტრეტი კი პოლ ბენიმ შექმნა.

„მე მასთან საკმაოდ დიდი დრო გავატარე ამ წლების განმავლობაში და მივეჩვიე მასთან ყოფნას. როგორც ადამიანი ის ძალიან საინტერესოა. მას ძალიან კარგად ესმის, რა უნდა მხატვარს სამუშაოს შესრულებისთვის“, - განაცხადა კუჰფელდმა.

დედოფალ კამილასთან სამუშაო პროცესზე პოლ ბენიმაც ისაუბრა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან [დედოფალ კამილასთან} მუშაობა. მე მომწონს ლაპარაკი, როდესაც ვხატავ... და ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს ვუყვებოდით. დედოფალი ძალიან მახვილგონიერია. ზოგჯერ სიცილისგან მუცელი ხელით მეჭირა“, - განაცხადა ბენიმ.