სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანის მოსახლეობა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფირმის ფილიალებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პირდაპირ ეთერში გასულ კადრებში ჩანს კვამლის დიდი ღრუბლები, რომლებიც იმ ტერიტორიიდან ამოდის, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების დასაყრდენს წარმოადგენს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მოსახლეობა, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მცხოვრებლები თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ უახლოეს საათებში თავდაცვის ძალები ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციის (AQAH) ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყებოდა.
ცნობისთვის, ისრაელი აცხადებს, რომ AQAH-ი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას აფინანსებს, რასაც ისინი უარყოფენ. AQAH-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ მცირე, უპროცენტო სესხებს აძლევენ რიგით ლიბანელებს.