სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე; ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო, ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, ააიპ - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.