მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო

მარინ ლე პენი

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.

როგორც France24 იუწყება, სასამართლომ მერინ ლე პენს განაჩენი შეუმსუბუქა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა შეუმცირა. ის შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში 2027 წელს, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის ვადა ამოიწურება.

მედია ასევე იუწყება, რომ მარინ ლე პენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამ ვადიდან 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება, ერთი წელი კი მან ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.