ტრაგედია პოლონეთში - ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა
1761550948
ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტი გუშინ დროებით დახურა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საზღვრის დაკეტვის მიზეზი ბელარუსის მხრიდან მეტეოროლოგიური ზონდების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა.
„ბელარუსიდან ლიეტუვაში მოფრენილი საჰაერო ბურთების გამო 22:10-დან დროებით შეჩერდა სატრანსპორტო საშუალებების გატარება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მედინინკაი და შალჩინინკაი“, - ციტირებს მედია ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს.
მთელი ღამის განმავლობაში არ მუშაობდა ვილნიუსის აეროპორტიც. შეზღუდვები თითქმის 50 რეისს შეეხო. 13 რეისი გაუქმდა, 14 - სხვა აეროპორტში გადაამისამართეს, ხოლო 20 ფრენა დაგვიანებით შესრულდა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი და ვილნიუსისა და კაუნასის აეროპორტები საჰაერო ბურთების გამო 24 ოქტომბერსაც დაკეტა.