„მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დაქორწინებული, პოლიციის ფორმები ჩავიცვით და ღამის კლუბში წავედით“ - პრინცესა დაინას დაკავების აქამდე უცნობი ისტორია

ფფფ

სარა ფერგიუსონი, იგივე ფერგი, პრინც ენდრიუს ყოფილი ცოლი, ახლახან კელი კლარკსონის შოუში იყო მიწვეული, სადაც გარდაცვლილ რძალთან, პრინცესა დიანასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და  ბევრისთვის უცნობი ისტორია გაიხსენა. როგორც გაირკვა, ის და დიანა ერთ-ერთი  წვეულების შემდეგ დააკავეს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დაქორწინებული. პოლიციის ფორმები ჩავიცვით და ღამის კლუბში წავედით. ბარში დავსხედით, ამ დროს მიმტანი მოვიდა და გვითხრა: „მაპატიეთ, ეს წევრების კლუბია. პოლიციის თანამშრომლებს არ ვემსახურებით.“ ბარიდან წასვლაზე უარი განვაცხადეთ, მათ კი პოლიცია გამოიძახეს.“

„როცა პოლიციის ფურგონში ჩავსხედით, დიანამ ნიშნობის ბეჭედი დამალა, მაგრამ მისი ცნობა ადვილი იყო. პოლიციელმა მაშინვე გვიცნო და გაგვათავისუფლა.“