„მართალია შეგიძლიათ მოგვილოცოთ უკვე, მაგრამ ეს არის ღია კარი, დიდი და რთული გზა“ - პოდოლიაკი ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის კანდიდატობაზე და იმ გრძელ გზაზე საუბრობს რომელიც უკრაინას წინ ევროკავშირის წევრობამდე აქვს. 

„მართალია შეგიძლიათ მოგვილოცოთ უკვე, სინამდვილეში ეს არის ღია კარი, დიდი და რთული გზა. უკრაინა მზად არის ნებისმიერ გამოწვევას გასცეს პასუხი. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზადაა ნებისმიერი გამოწვევა მიიღოს და გასცეს ადეკვატური პასუხი. ევროკავშირის ევროპისკენ გზა ეს საკმაოდ შრომატევადია. პირველ რიგში სამართლებრივ, ანტიკორუფციულ სფეროში. გამჭვირვალე ეკონომიკა, პოლიტიკა და სამართალდამცავი უწყება - ასეთ შემთხვევაში შეგიძლია გახდე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. 

როდესაც ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული, რომელიც აქ ნამდვილად ჩვენთან ასეც არის, ქრთამი ვერაფერს გადაწყვეტს, რომელიც პოსტსაბჭოთა ტრადიციაა, მათ შორის უკრაინაშიც ასე იყო. როდესაც იყო ადმინისტრაციული რესურსი როცა შენი თანამდებობის გაყიდვა ან გაცვლა შეიძლებოდა რაიმე კორუფციულ გარიგებაში, ის განსაზღვრავდა შენს კარიერულ ზრდას. ამ ყველაფრის მოგვარება მოგვიწევს. უკრაინა დიდი ხანია ამ გზით მიდის. უბრალოდ ჩვენ მოგვიწევს მეტი ინტენსიურად ჩამოვაყალიბოთ სამართალდამცავი სისტემა და მეორე, ეს არის ეკონომიკის უნიფიცირება. მოგვიწევს ჩვენი ეკონომიკა გავუთანაბროთ ევროკავშირის სტანდარტებს“, - ამბობს პოდოლიაკი ინტერვიუში.