მარკო რუბიო: რამდენიმე ლიდერმა თქვა, რომ ირანი არ იყო ევროპის ომი - არც უკრაინაა ჩვენი ომი, თუმცა ამ ბრძოლაში იმაზე მეტი წვლილი შევიტანეთ, ვიდრე ვინმე სხვამ

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და ალიანსის შიგნით არსებულ უთანასწორო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ვაშინგტონი მუდმივად პასუხობს მოკავშირეების თხოვნას სამხედრო დახმარებაზე, საპასუხო მხარდაჭერა ხშირად მინიმალურია.

„აშშ-ს მუდმივად სთხოვენ ომებში დახმარებას და ჩვენ ვეხმარებით კიდეც. მაგრამ, როდესაც ჩვენ დაგვჭირდა მხარდაჭერა, ნატოსგან დადებითი პასუხი არ მიგვიღია. რამდენიმე ლიდერმა თქვა, რომ ირანი არ იყო ევროპის ომი. არც უკრაინაა ჩვენი ომი, თუმცა ამ ბრძოლაში იმაზე მეტი წვლილი შევიტანეთ, ვიდრე ვინმე სხვამ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.