შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ „ონტარიოს ტბის“ სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა. მისი თქმით, ეს სახელწოდება წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა იცვლება – იცვლება მათი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ძეგლები და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებიც. კანადელებმა ასევე იციან, რომ, რეალობის შესაბამისად, ამ ტბას ონტარიოს ტბა უნდა ეწოდოს – მაშინ, ახლა და ყოველთვის“, – წერს კარნი.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბით“ უნდა შეიცვალოს.