კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს.

კარნის თქმით, ონტარიოს ტბას აღნიშნული სახელი როგორც კანადის, ისე შეერთებული შტატების სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამდე ერქვა და ამიტომ მას ონტარიოს ტბა უნდა ეწოდოს ახლაც და მომავალშიც.

„ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ვიცით, რომ ამერიკა იცვლება. იცვლება მათი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ძეგლები, მათი ჰიდრონიმები. კანადელებმა იციან, რომ რეალობისთვის სახელის დარქმევა ნიშნავს, რომ მას ონტარიოს ტბა ეწოდოს - როგორც მაშინ, ისე ახლა და ყოველთვის“, - დაწერა კარნიმ სოციალურ ქსელ X-ში.