ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
ფრანგი მსახიობები მარიონ კოტიარი და გიომ კანე დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაშორება მათი საერთო გადაწყვეტილებაა და ერთმანეთს პატივს სცემენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათ არ დაუკონკრეტებიათ.
კოტიარი და კანე 18 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. მათ ორი შვილი ჰყავთ: 14 წლის მარსელი და 8 წლის ლუიზი. კოტიარი და კანე ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მყარ წყვილად ითვლებოდნენ.