ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
რუსეთის მხრიდან ასობით დრონით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით უკრაინაზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაღუპულია ერთი ადამიანი. საოკუპაციო ძალების თავდასხმების სამიზნეში კვალავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები მოექცა.
მოგვიანებით, უკრაინის დროით 14:30 საათზე ოკუპანტებმა ხერსონს შეუტიეს. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინაზე მიტანილი კომბინირებული იერიშების ფონზე პოლონეთმა სამხედრო ავიაცია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ცნობას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.