თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
1783451851
მარინ ლე პენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება და საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატთა ლიდერმა TF1-ის ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გააგრძელებს.
„მე წინასაარჩევნო კამპანიას ელექტრონული სამაჯურის გარეშე ჩავატარებ“, - განაცხადა ლე პენმა.
მან განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება შეჩერებულია, რადგან მას საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.
„ამ საღამოს მე ვარ საპრეზიდენტო კანდიდატი და ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი“, - დასძინა პოლიტიკოსმა.