მაკრონმა ელისეს სასახლეში ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიღო

მაკრონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიღო.

მოლაპარაკების ძირითადი თემა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის სამზადისი იყო, სადაც გაერთიანების კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხს შეეხებიან. შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ევროპის სხვა პოლიტიკური გამოწვევებიც შევიდა.