რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, ხელახლა იპოვოს დამფუძნებელთა „გამბედაობა“ და წინ აღუდგეს „ნაციონალიზმის დაბრუნებას“.
ამის შესახებ მაკრონმა მეცში, ევროპულ ინტეგრაციასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც რომის პაპი ლეო XIV ესწრებოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა უნდა დარჩეს ძალად, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას.
მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება იზოლაციონიზმისა და სხვებისადმი სიძულვილის საფრთხეებზე და ევროპელებს ერთიანი და დემოკრატიული ევროპის დაცვისკენ მოუწოდა.
„აქ ფეთქავს ევროპის უძველესი გული - ევროპის, რომელიც იცავს, აერთიანებს და მოქმედებს. სუვერენული და დემოკრატიული ევროპა, შთაგონებული მშვიდობისა და კეთილდღეობის ამ პროექტით. ევროპა, რომელმაც ხელახლა უნდა იპოვოს თავისი დამფუძნებლების სიმამაცე… სიმამაცე იმისა, რომ არ დაიხიოს უკან, არ აჰყვეს სხვათა მიუღებლობასა და ნაციონალიზმის დაბრუნებას, რაც საზოგადოებას ხლეჩს“ - გაუსვა ხაზი მაკრონმა.