რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ის აღნიშნავს, რომ ოპერაციის შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბევრი ილაპარაკა ნავთობზე, თუმცა სიტყვა „დემოკრატია“ ერთხელაც არ უხსენებია.
ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ტრამპმა მრავალჯერ ახსენა სიტყვა „ნავთობი“. სიტყვა „დემოკრატია“ მას ერთხელაც არ უთქვამს“, - წერს მაკფოლი.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.