მადრიდის ერთ-ერთ ბარში, აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

მადრიდი

 მადრიდის ერთ-ერთ ბარში აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დაზიანდა რამდენიმე შენობა, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო დაწესებულებები. შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.