სექტემბერმა, შესაძლოა, ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება შეცვალოს
1757839907
"რადიკალური აქტივისტების წახალისება ევროკავშირის ელჩის მხრიდან" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკისა და აქტივისტების შეხვედრას.
ევროპელი დიპლომატი ორი დღის წინ გურიაში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნის პარალელურად შეხვედრები ჰქონდა.
სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალას თავად აქტივისტები ავრცელებენ, მათ შორის არის ანანო ცინცაბაძე, რომელიც "სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს" წევრია, ეს არის ფონდი, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
ცინცაბაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში, ასევე თანამშრომლობდა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთანაც".
მმართველ გუნდში მისი სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს იხსენებენ, სადაც ცინცაბაძე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, ამგვარი შეხვედრებით ევროპელი დიპლომატი ოპოზიციის აქტივისტებისა და ძალადობის წახალისებას ცდილობს.
"ჰერჩინსკის აქვს კონკრეტული დავალება ევრობიუროკრატიისგან, რომ როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობას, რათა არ ჩაქრეს ის ცეცხლი, რომელიც დაინთო რუსთაველის გამზირზე.
რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ვიყოთ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ექსტრემისტულ საქმიანობაში, თუნდაც ფინანსური, პოლიტიკური დახმარება იმ ჯგუფისადმი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილების სროლას, როგორც გმირობას, ასე წარმოაჩენს.
"მე ვისროლე" - ბანერი და ამ ბანერის შემქმნელი არის დაფინანსებული ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.
მინდა გამოვრიცხოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ჰერჩინსკი ჩავიდეს და შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ადამიანებს, რომლებიც არ შეესაბამებიან არც რადიკალური, არც სხვა სახის ოპოზიციის პრინციპებს, რასაც პოლიტიკა ჰქვია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.