როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ხვალინდელი მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.

„14 სექტემბრის - ღამის საათებში იწვიმებს ყველგან, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, დღისით კი გამოიდარებს, 15 სექტემბრიდან კი გრილი ღამის ტემპერატურა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი მთელს ქვეყანაში.ტემპერატურის მხრივ ყველაზე კომფორტული პერიოდი სწორედ ახლაა, ასე, რომ დატკბით და ისიამოვნეთ“ - წერს მეტეოროლოგი.