ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ დაურ ბუავას
1788208934
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
მან ასევე გააკრიტიკა ბრიუსელის მიერ მიგრაციული პოლიტიკის გამო უნგრეთისთვის დაკისრებული ყოველდღიური ფინანსური სანქციები და, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი უსამართლოდ შეაფასა.
„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ევროკავშირში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტია“, - განაცხადა მადიარმა და ყურადღება ევროკავშირის ბიუროკრატიაზე გაამახვილა, რომელიც, მისი თქმით, ქმედით ნაბიჯებს ახშობს.
„ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უბრალოდ შთანთქავენ მას. ეს ცუდი სიგნალია. მიმაჩნია, რომ ფოკუსი კვლავ რეალურ პრობლემებზე უნდა გადავიტანოთ“, - აღნიშნა მადიარმა.
„ბრიუსელშიც კი უკვე ჩნდება განწყობა, რომ ცვლილებები აუცილებელია. ჩემი აზრით, საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება“, - განაცხადა მან.
2024 წელს ბრიუსელმა უნგრეთს 200-მილიონიანი ჯარიმა და ყოველდღიური ფინანსური სანქცია დააკისრა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ უარი თქვა მიგრაციასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები არ დაიცვა.
„უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ“, - აღნიშნა მადიარმა. „არსებობს სასამართლოს ვერდიქტი, რომლის გამოც ყოველდღიურად 1 მილიონ ევროს ვიხდით უბრალოდ იმის გამო, რომ ევროპის საერთო საზღვრებს ვიცავთ. ეს უსამართლობაა და ამ საკითხის გადაჭრაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს“.