ლუკაშენკო: ჩვენ არ გვჭირდება ომი, ცუდია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს - ჩვენ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ

ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რითაც, როგორც ჩანს, უარყო კიევის შიშები იმის შესახებ, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს საომარ მოქმედებებში ჩასართავად.

ორშაბათს ლუკაშენკომ მაღალი რანგის ოფიცრებისა და სამხედრო კურსდამთავრებულების წინაშე განაცხადა, რომ ბელარუსი არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ძვირფასო ამხანაგებო, რომ არავინ აპირებს თქვენს გაგზავნას ამ სისხლისმღვრელ ბრძოლაში. ჩვენ არ გვჭირდება ომი, ცუდია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „ჩვენ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ“.