შეფერხება მეტრო „დელისზე“ - რა ვითარებაა ადგილზე
1770901333
პილოტებისა და ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო Lufthansa-ს ასობით რეისი გაუქმდა.
კომპანიის განცხადებით, გაუქმდა 800-მდე რეისი, რამაც დაახლოებით 100 000 მგზავრის გეგმები შეაფერხა. ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს „უკიდურესად მძიმედ და არაპროპორციულად აზარალებს მგზავრებს“ და დასძინეს, რომ პარასკევიდან ჩვეულ განრიგს დაუბრუნდებიან. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ შეეცდებოდა მგზავრების გადაჯავშნას სხვა შვილობილ ან პარტნიორ ავიახაზებზე.
გაფიცვა პილოტების პროფკავშირმა და ბორტგამცილებელთა პროფკავშირმა მოაწყვეს. პროტესტი დაემთხვა ხუთშაბათს დაწყებულ ბერლინალეს კინოფესტივალს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც პარასკევს იხსნება.
პილოტები ავიაკომპანიის ძირითად ქვედანაყოფსა და სატვირთო განყოფილებასთან საპენსიო პირობებზე დავობენ. გასული წლის კენჭისყრის შემდეგ, პროფკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა გაფიცვისთვის, რათა აიძულოს კომპანია უფრო ხელსაყრელი საპენსიო შეღავათები დააწესოს.
მოლაპარაკებები პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. Lufthansa-ში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ფინანსური რესურსი არ გააჩნია.