„ტემპერატურა +18 +20 გრადუსამდე მოიმატებს“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
1730982134
ასტანაში, 31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის სასამართლო განხილვა გრძელდება. ახალგაზრდა ქალი ოჯახის კუთვნილ სასტუმროში ყაზახეთის ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა მოკლა.
საქმე იმდენად რეზონანსულია, რომ სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
კუანდიკ ბიშიმბაევმა დეტალურად გაიხსენა ისტორია, როგორ გაიცნო სალტანატი, ვიდრე მის გარდაცვალების დღემდე.
მან, ასევე, ტრაგედიის ღამის საკუთარი ვერსია მოყვა, რომელიც არანაირად არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
მისი ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა თავი ვერ შეიკავა, წაიქცა და ტუალეტში უნიტაზს თავი ჩამოარტყა და გაბრაზებულმა თავად შემოიგლიჯა ტანსაცმელი.
სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა სასამართლო ექსპერტი ტახირ ხალიმნაზაროვი. მან მანეკენზე დეტალურად აღწერა, თუ რომელი ნაწილები დაუზიანდა სალტანატ ნუკენოვას. ექსპრტის თქმით, ქალს ისეთი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მისი გადარჩენა იმ შემთხვევაშიც კი არ შეიძლებოდა, თუ ბიშიმბაევი სასწრაფოს მაშინვე გამოუძახებდა.
გარდა მრავლობითი დაზიანებისა, სამედიცინო ექსპერტიზის თქმით, სალტანატის სხეულს დახრჩობის ნიშნებიც აღენიშნებოდა.
ბრალდების მიხედვით, 31 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის ნაცემი.
ბრალდების მიხედვით, 31 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის ნაცემი.