როგორ შევამციროთ ღამის ცვლაში მუშაობის ზიანი ჩვენს ჯანმრთელობაზე - რჩევები ფსიქოთერაპევტისგან

ზილი

ღამის ცვლაში რეგულარული მუშაობა არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ ცირკადულ რიტმებსა და ბიოლოგიურ საათს.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) ღამის სამუშაოს, ცირკადული რიტმის ქრონიკული დარღვევის გამო, ადამიანისთვის „სავარაუდოდ კანცეროგენულ“ ფაქტორად კლასიფიცირებს.

ღამით მუშაობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჯანმრთელობაზე, იწვევს დილით და შუადღისას გამოხატულ დაღლილობას, ამცირებს კონცენტრაციას და მკვეთრად ზრდის სერიოზული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.

სამედიცინო რისკები და გავლენა ჯანმრთელობაზე

1. ჰორმონალური დისბალანსი და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ღამის განათება და ღვიძილი თრგუნავს მელატონინის (ძილის ჰორმონისა და ძლიერი ანტიოქსიდანტის) და სეროტონინის გამომუშავებას, ამავდროულად ცვლის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. ეს ჰორმონალური დისბალანსი პირდაპირ იწვევს:

ქრონიკულ დაღლილობას, შფოთვასა და დეპრესიულ მდგომარეობებს;

უჯრედების რეგენერაციის შეფერხებასა და სტრესისადმი მდგრადობის დაქვეითებას.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება

ქრონიკული სტრესის, მაღალი არტერიული წნევისა და ანთებითი პროცესების გამო, ღამის ცვლაში მომუშავე პირებს დაახლოებით 40%-ით ეზრდებათ მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი. იმატებს ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობაც.

3. მეტაბოლური დარღვევები და დიაბეტი

ბიოლოგიური საათის არარსებობა ვნებს ნივთიერებათა ცვლას. ღამით საკვების მიღება არღვევს გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმს:

ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და იზრდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის რისკი;

ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (ხშირია გასტრიტი და წყლულოვანი დაავადებები), რადგან საჭმლის მომნელებელ სისტემას ღამის საათებში დასვენება სჭირდება.

4. იმუნიტეტის დაქვეითება და ონკოლოგიური რისკები

ხარისხიანი ღრმა ძილის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმი ნაკლებად ეფექტურად ებრძვის ინფექციებს და კარგავს მუტირებული უჯრედების დროულად განადგურების უნარს. მელატონინის ხანგრძლივი დეფიციტი (რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია) წლების განმავლობაში ზრდის სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების საფრთხეს. განაგრძეთ კითხვა...

✕