ლიონში მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციაში გაკეთებული კომენტარების გამო საფრანგეთში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ამერიკის ელჩი ჩარლზ კუშნერი [დონალდ ტრამპის სიძის მამა] უწყებაში დაიბარა.

საქმე ეხება ლიონში მემარცხენე აქტივისტების მიერ მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო კომენტარებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში ლიონის ტრაგედიას პოლიტიკური ძალადობა და ტერორიზმი უწოდეს. საფრანგეთის პირველი დიპლომატი ვაშინგტონს მოუწოდებს შეწყვიტონ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები.

„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.